პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა უკვე დაუშვა - გედი ფოფხაძე

იმედი მაქვს "ქართულ ოცნებაში" ხართ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის პასუხისმგებლობას,- განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილავისას ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.


"ქართულმა ოცნებამ" შეცდომა უკვე დაუშვა. დღეს ამ გადაწყვეტილების ჩავარდნა იქნებოდა ისეთი ნაბიჯი, რაც, ჩემი აზრით, ლეგიტიმაციას დააკარგვინებდა "ქართულ ოცნებას"

იმედი მაქვს "ქართულ ოცნებაში" ხართ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის პასუხისმგებლობას და იმ განცდას, რომ ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ზურგი შევაქციოთ ქართველ ხალხს და არ გვაქვს მორალური უფლება დავშოდეთ იმ დაპირებებს, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიცა. ამიტომ, ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ ვალდებულებები არ აგვიღია არც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან, არც ფინანსურ ჯგუფებთან, რომელთაც ხშირად შემოაქვთ კანონპროექტები უმრავლესობის სახელით და თავის კერძო ინტერესებს იცავენ, არამედ ავიღეთ ვალდებულებები ქართველ ხალხთან და ეს ვალდებულებები არის შესასრულებელი",- განაცხადა გედევან
ფოფხაძემ.


გედევან ფოფხაძე- ჩვენ ვწერთ კანონს, რომელიც ცუდი მთავრობის პირობებში შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული

ხელისუფლებამ კორონავირუსი ფარად არ უნდა გამოიყენოს - გედევან ფოფხაძე

"ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ნინო ქადაგიძე დაამტკიცოს" - გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე - "საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანია დაკავშირებული"


 

Print