პოლიტიკა
ბორჯომს, ახალციხეს, ადიგენისა და ასპინძას პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. სამცხე ჯავახეთი - 2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქად დაიყოფა:
(ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.


Print