პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე- ჩვენ ვწერთ კანონს, რომელიც ცუდი მთავრობის პირობებში შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ამ კანონპროექტთან მიმართებით პრეტენზია აქვს არა ჯანდაცვის, არამედ სამართლებრივი კუთხით.
" ჩემთვის პრინციპულად საინტერესოა იურიდიული კომიტეტის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის პოზიცია. თუ შეგვიძლია ამ ნაწილში აგვიხსნათ მათი დამოკიდებულება, მოხდა განხილვა ამ საკითხის, არ მოხდა? თუ არ მოხდა, რატომ არ მოხდა? და რა პოზიცია აქვთ იმათ, ვისაც უნდა გაეცა ჩვენთვის ამ შეკითხვებზე პასუხი. ჩვენ ხომ კანონებს არ ვწერთ კარგი ან ცუდი მთავრობისთვის? თუ, ესე იგი, ეს არის კანონის არსებითი ხარვეზი და ეს ხარვეზი გამოიხატება იმაში, რომ კანონი რომელიღაც ორგანოს, ამ შემთხვევაში მთავრობას აძლევს ისეთ ფართო დისკრეციას, რომელიც შეიძლება გამოიყენებული იყოს როგორც ბოროტად, ასევე კეთილად.

მე არ მგონია, ასეთი რისკის უფლება ჰქონდეს რომელიმე მოწვევის პარლამენტს, რომ გამოსცეს კანონი, რომელიც უფლებრივად არის ხარვეზიანი და მთავრობას აძლევს საშუალებას ეს კანონი გამოიყენოს ბოროტად. კონკრეტული კითხვა მაქვს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, არჩევნებთან და პოლიტიკურ პროცესთან ამ კანონის მიმართება, თუ ვიღაცამ გადაწყვიტა, ბოროტად გამოიყენოს ეს კანონი? აქვს თუ არა რესურსი ამით ხელი შეუშალოს ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნას? ხელი შეუშალოს შეხვედრებს, ხელი შეუშალოს ამომრჩეველსა და საარჩევნო სუბიექტებს შორის ურთიერთობას? ჩვენ ხომ არ ვქმნით საარჩევნო წელს ბერკეტს მთავრობისთვის, რომლითაც ის მოახდენს ზეგავლენას?" - განაცხადა ფოფხაძემ.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.



ხელისუფლებამ კორონავირუსი ფარად არ უნდა გამოიყენოს - გედევან ფოფხაძე

ბორჯომის მაჟორიტარმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირა

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე გედევან ფოფხაძე განმარტებების გასაკეთებლად მიიწვიეს

"თქვენ არ მიგულისხმიხართ"- გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში

Print