პოლიტიკა
უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებისთვის სალომე ზურაბიშვილს პროკურატურაში უჩივლეს

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოს პრეზიდენტს თბილისის პროკურატურაში უჩივლა ის სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.


ადვოკატი ითხოვს, პროკურატურამ გამოიძიოს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით პრეზიდენტის მიერ ჩადენილი სავარაუდო, სამოხელეო დანაშაული
ადვოკატის განმარტებით, ეს პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რისი შესაძლებლობაც მას არ აქვს და ზურაბიშვილმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

მისივე თქმით, მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ დანაშაული არ მოუნანიებიათ და ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე შესაბამის კომისიას უნდა განეხილა, რაც ადვოკატის განცხადებით, ასევე არ მოხდა.

"გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ბრალდება ჰქონდა, მას დაუდასტურეს რომ პროცედურული საკითხები არ დაიცვა და ის გაასამართლეს. მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ უნდა მოენანიებინათ და ეს არ მოხდა. ასევე, საქმე უნდა განეხილა შესაბამის კომისიას, მაგრამ ესეც არ მოხდა. აქედან გამომდინარე პირდაპირ სახეზეა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

 

Print