ახალი ამბები
ტაძრისის თემში მერის წარმომადგენლად სერგო შაყულაშვილი დაინიშნა
ტაძრისის თემში მერს ახალი წარმომადგენელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე სერგო შაყულაშვილმა თამაზ ჩუტკერაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ახლადდანიშნული რწმუნებული საკირეში, ტაძრისსა და დგვარში საქმიანობის შესრულებას უკვე შეუდგა. შაყულაშვილი პროფესიით ისტორიკოსია და 2018 წლამდე ქვაბისხევის საჯარო სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად 10 წლის განმავლობაში. მას შემდეგ იყო დაუსაქმებელი.


ამავე თემაზე ნახეთ: "ჩემს ბიზნესს გავაგრძელებ" - ტაძრისში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა
Print