პოლიტიკა
ფიზიკური დაპირისპირება სომხეთის პარლამენტში
სომხეთის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის, "ნათელი სომხეთის" ლიდერმა პარლამენტარებს მოუწოდა ერთმანეთისთვის დამამცირებელი სიტყვები არ ეთქვათ, რასაც ოპონენტის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.
ცოტა ხანში სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების ცენტრში პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ტიგრან ავინიანი პარლამენტარების დაწყნარებას ცდილობენ.
მედიის ინფორმაციით, ჩხუბი პარლამენტის დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.


Print