პოლიტიკა
ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "უკრინფორმი" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ,,გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში" , - განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას.
ამავე ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

Print