პოლიტიკა
ხელისუფლებამ კორონავირუსი ფარად არ უნდა გამოიყენოს - გედევან ფოფხაძე
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენში გედავან ფოფხაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსი ფარად არ უნდა გამოიყენოს და არ უნდა გადასინჯოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები.
,,კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად თავისთან მიმართებაში, ეს არანაირად არ იქნება სწორი. არც იმ მხრივ, რომ რაღაც ძველი შეცდომები და ეკონომიკის თუ სოციალურ სფეროში არგაკეთებული საქმეები ჩამოეწეროს კორონავირუსთან მიმართებაში, ან ახლა გადასინჯოს უკვე მიღწეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები", — თქვა რუსთავი 2-ის ეთერში გედევან ფოფხაძემ.

Print