პოლიტიკა
თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები გვექნება, საკრებულოს სხდომა ჩატარდება - ოთარ არბოლიშვილი
ბორჯომში საკრებულოს გეგმიური სხდომა 24 აპრილს არის ჩანიშნული. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი, ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, სად და რა ფორმით ჩატარდება წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრება.

„თუ სასიოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები გვექნება განსახილველი, მაშინ 24 აპრილს დგეგმილი საკრებულოს სხდომა ჩატარდება. რა თქმა უნდა დისტანციის დაცვით და იმ ეკიპირებით, რაც ამ მოცემულობაში არის საჭირო.

ჯერ დრო გვაქვს იქამდე და სხდომის ჩატარების ადგილს განვსაზღვრავთ. შეიძლება გასვლითიც გავაკეთოთ. ფორსმაჟორიდან გამომდინარე წინასწარ ვერ ვგეგმავთ, არ ვიცით რა შეიძლება დასჭირდეს მერიას ფუნქციონირებისთვის ამ სიტუაციიდან გამომდინარე. სიტუაცია ყოველდღე იცვლება და რა იქნება არ ვიცით“ -
ოთარ არბოლიშვილი

არბოლიშვილი ამბობს, რომ ამ მოცემულობით რიგგარეშე სხდომის ჩატარება არ მოუწევთ.

ბორჯომის საკრებულოში 28 დეპუტატია, გეგმიური სხდომები თვეში ერთხელ ტარდება. ბოლოს რიგგარეშე სხდომა 20 მარტს გაიმართა.


Print