ომის დაწყებიდან დღემდე 125 510-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 125 510 -მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის, 800 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლეს.


ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3189 ტანკს, 6344 ჯავშანტექნიკას, 2188 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 293 საბრძოლო თვითმფრინავს და 284 ვერტმფრენს, 5027 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1947 უპილოტო საფრენ აპარატს, 199 ერთეულ სპეცტექნიკას, 796 ფრთოსან რაკეტას.
Print