ომის დაწყებიდან დღემდე 94 760-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული-უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში 620 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და მტრის 24 ტანკი გაანადგურეს.

გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე 94 760-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2 966 ტანკს, 5 928 ჯავშანტექნიკას, 1 929 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 281 საბრძოლო თვითმფრინავს და 264 ვერტმფრენს, 4 544 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1 617 უპილოტო საფრენ აპარატს, 169 ერთეულ სპეცტექნიკას, 592 ფრთოსან რაკეტას.

Print