უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 423 ბავშვი დაიღუპა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 423 ბავშვი დაიღუპა, 810 კი დაშავდა.

მათივე განმარტებით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.


უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, კიევის, მიკოლაივის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა.

Print