ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 52 596 დანაშაული ჩაიდინეს
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 52 596 დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 36 281 დანაშაული, აქედან 34 944 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 31 - ომის პროპაგანდას, 1233 კი - სხვა დანაშაულებს.

ასევე დაფიქსირდა 15 399 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აქედან 11 298 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაა, 1 728 - სახელმწიფო ღალატი, 2 489 - კოლაბორაციონისტული საქმიანობა, 189 - აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 - დივერსია, 547 კი - სხვა სახის დანაშაული.

წყარო:www.interpressnews.ge
Print