უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.

ცნობისთვის,  უკრაინაში მიმდინარე ომს 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.


Print