უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი
მებრძოლი, კახა გოგოლი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში
ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების
საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ამავე ინფორმაციით, ჯარისკაცის
ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.
აღნიშნული ფაქტი ცნობილია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის. ამ
დროისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს
უკრაინაში,რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ
ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარსკაცი კახა გოგოლი ფოთში,
დევნილთა დასახლებაში
ცხოვრობდა.