ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 36 900 რუსი სამხედრო მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 900 რუსი სამხედრო მოკლეს.

განადგურებულია რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა:

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1637 ტანკი, 3811 ჯავშანტექნიკა, 828 ერთეული საარტილერიო სისტემა, 247 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 107 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 669 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2685 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 66 ერთეული სპეცტექნიკა და 155 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

Print