ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 35 750 რუსი სამხედრო მოკლეს
უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების კუთვნილი სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1577 ტანკი, 3736 ჯავშანმანქანა, 796 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 186 ვერტმფრენი, 645 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2610 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

წყარო: ipn.ge

Print