უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული 41 წლის გიორგი გრიგოლია აბაშაში დედის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის დროს სამხედრო პირების მიერ საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
დაღუპულის ხსოვნას პატივი ახლობლებმა, სასულიერო პირებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს.

გიორგი გრიგოლია ერთი კვირის წინ ქალაქ ბახმუტში ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპა.

უკრაინაში, საომარი მოქმედებების დროს 15 ქართველია დაღუპული.
Print