უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალის კიდევ ორი მკვიდრი დაიღუპა
უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალის კიდევ ორი მკვიდრი დაიღუპა. სააგენტო „რესის“ ცნობით, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც დაბომბვის დროს თავის შეფარებას ცდილობდნენ.

„ოსი მებრძოლები ავარიაში მოყვნენ. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორი - დაიღუპა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალის რუსების მხარეს მებრძოლი 12 მცხოვრებია დაღუპული.

წყარო:interpressnews

Print