რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ
გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე რუსული
მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 600 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან
შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.
მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე მოიცავს 1315
ტანკს, 3235 ჯავშანმანქანას, 617 საარტილერო სისტემას, 201 სარაკეტო
სისტემას, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 206 თვითმფრინავს, 170
ვერტმფრენს, 502 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატს, 114
ფრთოსან რაკეტას, 13 ერთეულ გემს/კატერს, 2225 საავტომობილო ტექნიკასა
და საწვავის ავზს, 47 სპეცტექნიკას.