რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 223 ბავშვი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 223 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბავშვებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის რაიონებშია.

„ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 223 ბავშვი და დაშავდა 410-ზე მეტი. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print