რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 219 ბავშვია დაღუპული
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 219 ბავშვია დაღუპული, 404-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 115, ხარკოვის ოლქში - 95, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 43, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 27, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

Print