უკრაინიდან პოლონეთს 2.9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა შეაფარა თავი
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან პოლონეთს 2.9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა შეაფარა თავი.

მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში უკრაინიდან საზღვრის გადაკვეთის შემთხვევებმა იკლო, გუშინ კი პოლონეთიდან უკრაინაში იმაზე მეტი მოქალაქე ჩავიდა, ვიდრე პირიქით. ომის დაწყებიდან უკრაინაში პოლონეთიდან, საერთო ჯამში, 825 800 ადამიანი შევიდა.

Print