Error
რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
დღეს დილით, რუსულმა არმიამ ლვოვზე განახორციელა 5 სარაკეტო დარტყმა. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი სადოვი. მისი ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დარტყმის ადგილებისკენ გაემართნენ.
სარაკეტო იერიშების შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ ოლქის მცხოვრებთ მოუწოდა, თავშესაფრებში დარჩნენ.
Print