უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, განადგურდა რუსეთის 756 ტანკი, 1976 - ჯავშანტექნიკა, 366 - საარტილერიო სისტემა, 122- სარაკეტო სისტემა, 66 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 163 -თვითმფრინავი, 144- ვერტმფრენი, 1443 -საავტომობილო ტექნიკა, 8- გემი/კატერი, 76 - საწვავის ავზი, 135 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 25 - სპეციალური აღჭურვილობა, სარაკეტო კომპლექსი - 4.


Print