უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა
უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭის დამწვარი ცხედარი კიევის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ბოროდიანკასა და დასავლეთ უკრაინაში, კოროლევკაში იპოვეს.

ამასთან, ხარკოვში მიმდინარე დაბომბვების შედეგად, მსხვერპლს შორის ბავშვებიც არიან. ხერსონში კი - საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 15 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა.
Print