უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა
უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების
დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა,
- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი
უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 16 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭის დამწვარი
ცხედარი კიევის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ბოროდიანკასა და დასავლეთ
უკრაინაში, კოროლევკაში იპოვეს.
ამასთან, ხარკოვში მიმდინარე დაბომბვების შედეგად, მსხვერპლს შორის
ბავშვებიც არიან. ხერსონში კი - საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის
შედეგად, 15 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა.