უკრაინული მხარის ინფორმაციით ომის დაწყებიდან დღემდე 18000 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 18000 რუსი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია გენშტაბის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის განადგურებულია 644 ტანკი.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სხვა დანაკარგს, განადგურებულია: საბრძოლო ჯავშანმანქანა -1830, საარტილერიო სისტემა - 325, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა -105, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა -54, თვითმფრინავი - 143, ვერტმფრენი -134, საავტომობილო ტექნიკა - 1249, გემი და კატერი - 7, საწვავ- საპოხი მასალის ცისტერნა - 76, უპილოტო საფრენი აპარატი - 89, სპეციალური ტექნიკა - 24, სარაკეტო კომპლექსი - 4.

წყარო:www.interpressnews.ge
Print