კიევში ომის დაწყებიდან დღემდე 154 მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული
"კიევში მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან დაზიანებულია 154 საცხოვრებელი სახლი, 20 კერძო სახლი, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია "ტელეგრამის" გვერდზე ავრცელებს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის, საცხოვრებელი სახლებისა და კერძო სახლებისთვის მიყენებულ ზარალს აფასებენ. ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია მშენებლებისგან, ინსტიტუტების წარმომადგენლებისა და ეკონომისტებისგან.
Print