უკრაინის გენშტაბი - უკრაინაში დაახლოებით 16 600 რუსი სამხედრო გარდაიცვალა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით 16 600 რუსი სამხედრო გარდაიცვალა.

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით ასეთია: 

დაახლოებით 16 600 სამხედრო პერსონალი,
582 ტანკი ,
1 664 ჯავშანტექნიკა,
294 საარტილერიო სისტემა,
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 56.
გარდა ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია მტრის 121 თვითმფრინავი და 127 შვეულმფრენი.

Print