ვარშავაში ჯო ბაიდენი უკრაინელ მინისტრებს შეხვდა
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს
შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას
იღებდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის
მინისტრი ლოიდ ოსტინი.
"პირველი შეხვედრა 2+2-ის ფორმატში. განვიხილავთ მიმდინარე საკითხებსა
და პოლიტიკურ და თავდაცვით სფეროებში აშშ-სა და უკრაინას შორის
თანამშრომლობას. საღამოს დავესწრებით აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე", - წერს თავდაცვის
მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვი.