უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი
მებრძოლები გიორგი ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში
ჩამოასვენეს.
დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან
მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა
და უკრაინის დროშები და სანთლები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი,
სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს
სამძიმარი გამოუცხადა.
ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი,
უკრაინა-რუსეთის ომში, უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს
იბრძოდნენ. ჯარისკაცები, რუსული ძალების მიერ დაბომბვებს
შეეწირნენ.