Error
უკრაინელ 3.6 მილიონ ლტოლვილს შორის 1.5 მილიონზე მეტი ბავშვია
გაეროს მონაცემებით 3.6 მილიონამდე გაიზარდა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან ლტოლვითა რაოდენოდა.

მათ შორის 1.5 მილიონზე მეტი ბავშვია. ინფორმაციას გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს.

მიღებული ლტოლვილების რაოდენობით პირველ ადგილზე პოლონეთია, 22 მარტის მონაცემებით, პოლონეთმა მიიღო 2.1 მილიონი ადამიანი, 555 ათასი ლტოლვილი შევიდა რუმინეთში, მოლდოვაში კი 371 ათასი.

2022 წლის დასაწყისში უკრაინის ტერიტორიაზე 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

გაეროს შეფასებით, რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებებმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიწვია ევროპაში ყველაზე სერიოზული მიგრაციული კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში, რჩება 100 000-მდე ადამიანი. ზელენსკის განცხადებით, ისინი იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში, სრულ ბლოკადაში, საკვების, წყლის და წამლების გარეშე და მუდმივი სროლის და დაბომბვის ქვეშ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.

წყარო: www.radiotavisupleba.ge
Print