''თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის''-სერგეი ლავროვი
თუ ნატო უკრაინაში თავის
მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის
ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის,
- ამის შესახებ რუსეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მის კოლეგებს დასავლეთში ნამდვილად
ესმით მათ მიერ ინიცირებული საკითხის მნიშვნელობა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ
უკრაინაში უნდა გაიგზავნონ მშვიდობისმყოფელები, იმედი მაქვს ესმით,
რაზე საუბრობენ. ეს იქნება სწორედ ის პირდაპირი შეტაკება რუს და ნატოს
შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც ყველას არა მხოლოდ სურს თავიდან
აიცილოს, არამედ მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ არ უნდა მოხდეს,“-
განაცხადა ლავროვმა.
წყარო:
www.interpressnews.ge