უკრაინელი დეპუტატი - რუსეთი მარიუპოლს აშიმშილებს, რათა დანებება აიძულოს
მარიუპოლიდან უკრაინელი დეპუტატის, დმიტრო გურინის განცხადებით, რუსეთი ქალაქს აშიმშილებს, რათა დანებება აიძულოს.
„რუსები არ ხსნიან ჰუმანიტარულ დერეფანს, ისინი ჰუმანიტარულ კოლონებს ქალაქში შესვლის შესაძლებლობებს არ აძლევენ“, - აღნიშნა გურინმა.

„ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ რუსების მიზანი არის შიმშილის დაწყება დიპლომატიურ პროცესებში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად და თუ ქალაქი არ დანებდება და ეს ასე იქნება, ისინი ადამიანებს არ გამოუშვებენ“, - განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატის თქმით, რუსებს შიმშილის დაწყება დიპლომატიურ პროცესებში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად სურთ.
Print