უკრაინაში 14 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს-უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 14 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს:

ტანკები - 444 ერთეული,
ჯავშანტექნიკა - 1435 ერთეული,
საარტილერიო სისტემები - 201 ერთეული,
MLRS - 72 ერთეული,
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 43 ერთეული,
თვითმფრინავი - 86 ერთეული,
ვერტმფრენები - 108 ერთეული,
მანქანები - 864 ერთეული,
გემები - გემები / დანაყოფები, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით - 60,
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 11,
სპეციალური აღჭურვილობა - 10.


"შეტაკების დროს რუსი დამპყრობლები სამარცხვინოდ გაიქცნენ, მიატოვეს იარაღი და აღჭურვილობა. ჩვენმა ძალებმა მიიღეს - БМП -1 და ბუქსირებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი MT-12", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

წყარო: ipn.ge




Print