უკრაინა 2.7 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინა ამ დრომდე 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა.

ფილიპო გრანდის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.

უკრაინელმა ლტოლვილებმა მიაშურეს : უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებს.


Print