უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ პროგრესი არის
უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარე აცხადებს, რომ პროგრესი არის, ასევე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ მეტი მოლაპარაკებები - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

უკრაინელი მომლაპარაკებელი და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უფრო კონსტრუქციული გახდა.

„პრინციპში არ დავთმობთ არცერთ პოზიციას. რუსეთს ეს ახლა ესმის. რუსეთი უკვე იწყებს კონსტრუქციულ საუბარს. ვფიქრობ, რაღაც შედეგს მივაღწევთ რამდენიმე დღეში“, - განაცხადა მან ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მნიშვნელოვანი პროგრესის არსებობაზე ხაზი გაუსვა ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმაც. მისი თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ მალე მივლენ "ერთობლივ პოზიციაზე".

„ჩემი პირადი მოლოდინების მიხედვით, ეს პროგრესი შესაძლოა უახლოეს დღეებში გადაიზარდოს ორივე დელეგაციის ერთობლივ პოზიციად, ხელმოწერილ დოკუმენტებად“, - განაცხადა სლუცკიმ.
Print