რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს. მან დასავლეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასაკმარის ჩართულობაშიც დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების გუნდებმა ულტიმატუმების გაცვლის ნაცვლად კონკრეტულ თემებზე დაიწყეს საუბარი. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის შედეგად უკრაინის ზოგიერთმა პატარა ქალაქმა არსებობა შეწყვიტა.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს ნატოს გამბედაობას უკრაინასთან დაკავშირებით და ვერც საერთო კონსენსუსს ხედავს მისი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.

წყარო:www.interpressnews.ge
Print