16 დღეში დაღუპულია 79 ბავშვი, დაჭრილია 100-მდე-უკრაინის გენერალური შტაბი
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 დღის განმავლობაში 79 ბავშვი დაიღუპა და თითქმის 100 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„მსხვერპლთა უმეტესობა იყო კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის რაიონებში. ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის, რადგან შეუძლებელია დაბომბილი ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აქტიურად იბრძვიან “, - აცხადებენ პროკურატურაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში დანგრეულია 280-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, აქედან 9 მთლიანად განადგურდა. დონეცკის ოლქში დაზიანდა 110 საგანმანათლებლო დაწესებულება, სუმის ოლქში - 28, კიევში - 17. ასევე დაზიანდა 10-ზე მეტი ბავშვთა სამედიცინო დაწესებულება.
Print