რუსეთმა უკრაინის კიდევ ორი ქალაქი დაბომბა
უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის ქალაქები - ლუცკი და დნიპრო პირველად დაბმომბა.

მათივე ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუცკში, ასევე დნიპროში, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქებების ხმა ცოტა ხნის წინ გაისმა.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო იერიშის სიგნალები ჩაირთო.

Print