"მესამე მსოფლიო ომი იქნება ბირთული და გამანადგურებელი" - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი და ის იქნება გამანადგურებელი, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

"მესამე მსოფლიო ომი იქნება გამანადგურებელი ბირთვული ომი", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთი, რომელმაც გასულ კვირას დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, „რეალური საფრთხის“ წინაშე აღმოჩნდება, თუ კიევი ბირთვულ იარაღს მოიპოვებს.

„უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საბჭოთა ტექნოლოგიები და ასეთი იარაღის შემუშავების საშუალებები“, - თქვა მან და დაამატა: „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვუპასუხოთ ამ რეალურ საფრთხეს“.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, თქვა, რომ კიევს შეუძლია გადახედოს ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს ბირთვულ იარაღზე უარის თქმას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print