საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია, აქციაზე შეკრებილებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები.

გარდა ამისა, მათ უკრაინის მხარდამჭერი ბანერები უჭირავთ და უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, დღევანდელი აქციის მოთხოვნები პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.
Print