„თავისუფლება უკრაინას“- ახალციხეში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
„თავისუფლება უკრაინას“ - ამ სლოგანით ახალციხეში, ადმინისტრაციულ შენობასთან საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, აქცია-პერფორმანსი გამართეს.

დეპუტატებმა უკრაინის დროშა მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოკიდეს და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა ასე გამოუცხადეს. თვითმმართველობამ „ნაციონალებს“ ცენტრალურ ფასადზე დროშის გადმოფენის უფლება არ მისცა, ამიტომ დეპუტატებმა უკრაინის ეროვნული სიმბოლიკა შენობის უკანა ფანჯრებიდან გადმოკიდეს და შესასვლელთან გაშალეს.

დეპუტატების თქმით, ისინი არ ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების ნეიტრალურ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მსგავსი სახის აქცია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის საკრებულოს შენობაში გაიმართა.

ადმინისტრაციული შენობის შემდეგ, უკრაინის დროშა ახალციხის ციხიდან გადმოფინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კომპლექსის უმაღლესი წერტილიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ობიექტს სოლიდარობა გამოუცხადეს. საკრებულოს დეპუტატების თქმით, ახლა ოკუპანტი რუსეთი ეომება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.


წყარო: tv9news.ge




Print