კიევში სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში დღეს 08:00 საათიდან სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა.

მათი ცნობით, მეტრო ჩვეულზე იშვიათად იმოძრავებს. კიევის ქალაქის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გარეთ არ გავიდნენ.

„აღვნიშნავთ, რომ „კომენდანტის საათი“ გაუქმებული არ არის. მისი მოქმედება 28 თებერვლის შემდეგაც გაგრძელდება 22:00-დან 07:00 საათამდე. ამიტომ როდესაც 08:00 საათის შემდეგ ქალაქში გახვალთ, ნახავთ გარკვეულ გამაგრებებს, ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობებს და სხვა საფორტიფიკაციო შეიარაღებას. დედაქალაქში, თითქმის ყველა რაიონში გრძელდება ქუჩის ბრძოლა. ამიტომ გარეთ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გადით“, - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

 

Print