ფინეთი და ირლანდია რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცას კეტავენ
ფინეთი და ირლანდია უერთდებიან რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვას მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების გადაადგილების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯერ არ არის ცნობილი, როდიდან ამომქმედდება ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში აკრძალვა. ამ დროისთვის რუსული თვითმფრინავებისთვის ცა ჩაკეტეს ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანია, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

თავის მხრივ რუსეთიც აწესებს შეზღდუვებს რიგი ქვეყნებისთვის ფრენებზე.

საჰაერო სივრცის შეზღუდვა რუსეთისთვის არის იმ სანქციების ნაწილი, რასაც მას დასავლეთი აკისრებს უკრაინის სამხედრო ინტერვენციისთვის.

წყარო: www.radiotavisupleba.ge
Print