პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს. ამის გამო გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

აქციის მონაწილეებს სრულად აქვთ დაკავებული როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ არსებული ტერიტორია, ასევე მიმდებარე საავტომობილო გზაც. აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.
Print