საპატრიარქო საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"დღეს არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას და სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოს საპატრიარქოს სახელით გვინდა გამოუცხადოთ მათ თანადგომა და გამოვხატოთ მზაობა, მომართვის შემთხვევაში აღმოუჩინოთ მათ სათანადო დახმარება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

T. +995 551 35 55 33"



ილია მეორის კურთხევით კი ტაძრებში, უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება იწყება.

"კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ინიციატივითა და ორგანიზებით, 27 თებერვლიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს" - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


Print