"რუსეთი სუსტდება, უკრაინა ძლიერდება" - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
"დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ - არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ!" - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა და მტერმა ვერ მიაღწია მის მიერ დასახულს მიზანს - ის სუსტდება, უკრაინა კი ძლიერდება.

„რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი ყველა მებრძოლს და ყველას, ვინც დადგა ქვეყნის დასაცავად! ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა გამოავლინეს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები მოწინააღმდეგის ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების განადგურებისას. ეს არის ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი ქვეით ჯარს, საჰაერო ძალებს, მეზღვაურებს, ეროვნულ დაცვას, ეროვნულ პოლიციას, დაზვერვის სამსახურებს.

მოწინააღმდეგემ ვერ მიაღწია აქამდე დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. მისი ძალა სუსტდება. ჩვენ ვძლიერდებით ყოველ საათობრივად. მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ, არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ,“
- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
Print