"მხარდაჭერა უკრაინას ბორჯომიდან" - სოლიდარობის აქციას ადგილობრივები შეუერთდნენ
"დიდება უკრაინას", "სოლიდარობა უკრაინელ ხალხს ბორჯომიდან", "რუსეთი ოკუპანტია" - ამ გზავნილებით ადგილობრივები დღეს, 25 თებერვალს, ბორჯომში შეიკრიბნენ და რუსეთის მიერ უკრაინაში განვითარებული აგრესიული მოქმედებები დაგმეს. აქციის მონაწილეებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ის დანაკარგები გაიხსენეს, რაც ამ კონფლიქტს მოჰყვა. ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა, უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
Print